ექსკურსიები ბათუმში - მუზეუმი, დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღი
კულტურული ტური: მუზეუმები ბათუმში
ქ. ბათუმში ბევრი მუზეუმია (დაახლოებით 10). ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია: არქეოლოგიური, მხარეთმცოდნეობის, ხელოვნების მუზეუმები, ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“.
სწორედ ამ მუზეუმებს ვნახავთ ჩვენს საექსკურსიო დროს. პროფესიონალი გიდები გიამბობენ ყველაზე საინტერესო ფაქტების შესახებ, ასევე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ნებისმიერ სამუზეუმო ექსპონატზე, არ გექნებათ ენის ბარიერი.
ბათუმის დელფინარიუმი
სტუმრები, რომლებიც ჩამოვიდნენ ბავშვებთან ერთად არ მოიწყენენ, რადგან ერთად შეუძლიათ ესტუმრონ ბათუმის დელფინარიუმს.
ეს ერთერთი უსაყვარლესი ადგილია, როგორც ქალაქის სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. აივსეთ შთაბეჭდილებებით და გაატარეთ დრო მხიარულად ბავშვებთან ერთად ბათუმის დელფინარიუმში.
დელფინარიუმის გვერდით ასევე მდებარეობს ბათუმის აკვარიუმი, სადაც ამჟამად ბინადრობს 100-ზე მეტი თევზის სახეობა. მათი სამშობლოა შავი ზღვა და შორეული ეგზოტიკური ქვეყნები.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფეხით სეირნობის მოყვარულებსა და ქალაქის შემოგარენის მონახულების მსურველებს, ვურჩევთ ესტუმრონ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ის მდებარეობს მწვანე კონცხზე. ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი მცენარეები. ბაღის ტერიტორია მოიცავს 113 ჰექტარზე მეტ ფართობს, სადაც საათობით შესაძლებელია ფეხით სეირნობა და ტკბობა როგორც ბოტანიკური ბაღით, ასევე მწვანე კონცხის ულამაზესი სანაპირო ზოლით.
ბოტანიკური ბაღი
იმათ, ვინც ვერ ისვენებს ერთ ადგილზე და უნდათ ნახონ ბათუმის შემოგარენი, ვურჩევთ გაემგზავრონ ექსკურსიაზე ბოტანიკურ ბაღში. ის მდებარეობს დაბა მჭვანე კონცხზე.
ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი მცენარეები. ბაღს უჭირავს 113 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ამ ბაღში საათობით შეიძლება სეირნობა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ იქვეა მწვანე კონცხის ულამაზესი სანაპირო ზოლი.
გასეირნება ძველ ბათუმში
ბათუმი – არის ძველი ქალაქი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. ამის შეგრძნება ყველაზე კარგად შეიძლება ქალაქის ცენტრში გასეირნებისას, სადაც შენს თვალწინ ერთმანეთს ენაცვლებიან საუკუნოვანი შენობები და არქიტექტურული შედევრები.
ამ ექსკურსიის დროს ჩვენ გავისეირნებთ ბათუმის ისტორიულ ნაწილში და დავასრულებთ სვლას პიაცას მოედანზე, რომელიც განლაგებულია ძველი ბათუმის ცენტრში. აქ თქვენ ჩაიძირებით ძველი იტალიის ატმოსფეროში, სასიამოვნოდ დაღლილები შეძლებთ დაისვენოთ ირგვლივ განლაგებული მრავალრიცხოვანი კაფე-რესტრნებიდან ერთ-ერთში.
ხოლო საღამოს ამ მოედანზე თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას ცოცხალი შესრულებით. ყოველ სამ საათში საათიან გუმბათზე გამოჩნდებიან სიმპატიური თოჯინები.
გაიცანით აჭარის საოცრებები
გეპატიჟებით აღმოაჩინოთ აჭარის მომაჯადოვებელი სილამაზე და შეგიყვარდეთ ეს კუთხე პირველი თვალის შევლებით. სულ რამდენიმე საათში თქვენ შეიგრძნობთ ამ უნიკალური რეგიონის მდიდარ ისტორიასა და თვალწარმტაც ბუნებას. დაგხვდებათ დიდებული მთები, ფარული ჩანჩქერები და მშვიდი ლანდშაფტები, ასევე სხვადასხვა ეპოქის ისტორიული ძეგლები. მოვისმენთ მომაჯადოვებელ ლეგენდებს, ვეწვევით უძველეს ციხეებს და შევიგრძნობთ ისტორიის სულიერებას. ეს მოგზაურობა დაგიტოვებთ დაუვიწყარ ემოციებს, ნათელ შთაბეჭდილებებს და გულწრფელ კავშირს აჭარისთან.
ექსკურსიის პროგრამა
- ანდრია პირველწოდებულის ძეგლი და სარფის ჩანჩქერი უნიკალური ადგილი, სადაც ბუნება და ისტორია ერთიანდება. თქვენ იხილავთ კლდიდან ჩამომავალ თვალწარმტაც ჩანჩქერს და ანდრია პირველწოდებულის ძეგლს — მოციქულს, რომელმაც, გადმოცემის მიხედვით, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი დააარსა.
- გონიო – აფსაროსის ციხე უძველესი რომაული სიმაგრე, აშენებული ჩვენს წელთაღრიცხვასა და მის მიჯნაზე. გადმოცემით, აქ განისვენებს მოციქული მათე. ციხესიმაგრე შესანიშნავად არის შემონახული და მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს.
- გონიოს საყურებელი ადგილი (ვიუ – პოინტი) პანორამული ხედი ზღვაზე, მთებზე და ქალაქზე. წარმოიდგინეთ შავი ზღვა თქვენს წინაშე, მზის შუქში მოელვარე ბათუმი და უკანა ფონზე უსასრულო მთები — ეს სანახაობა აუცილებლად აღგაფრთოვანებთ.
- მირვეთის ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი ჩვენი ტურის მეორე ჩანჩქერი განთავსებულია ჯადოსნურ ტყეში. მასთან მისასვლელად მცირე ბილიკი მიდის, რომელიც XIII საუკუნის თაღოვან ქვის ხიდამდე მიგიყვანთ. აქვე დაინახავთ კლდიდან გადმომდინარე ძლიერ ჩანჩქერს.
- გვარის ციხე საუკუნეების ისტორია, რომელიც მიწის ქვეშაა დამარხული. ციხის ნანგრევები და მისგან გადაშლილი ულამაზესი ხედი ტურისტების ფავორიტი ხდება.
- ორი მდინარის შეერთება ბუნებრივი მოვლენა, რომელიც თვალწარმტაცი და შთამბეჭდავია — ორი სხვადასხვა ფერისა და სიმძლავრის მდინარე ერთიანდება ერთ ნაკადში.
- ხის დაკიდული ხიდი მთის მდინარეზე გადავივლით ტრადიციულ ხის დაკიდულ ხიდზე, რომელიც გადაჭიმულია მძლავრი მთის მდინარის თავზე — დაუვიწყარი ემოციები და ლამაზი ხედები გარანტირებულია.
- ტრადიციული აჭარული სუფრა ადგილობრივ ოჯახში ჩვენი მოგზაურობა დასრულდება სტუმრად ნამდვილი აჭარული ოჯახის სახლში. თქვენ დააგემოვნებთ ნამდვილ ტრადიციულ კერძებს, რომლებსაც ვერ გასინჯავთ რესტორანში, მოისმენთ ლამაზ სადღეგრძელოებს და დააგემოვნებთ ოჯახში დაყენებულ ღვინოს. ეს იქნება იდეალური დასასრული თქვენი აჭარის აღმოჩენისთვის.



ორგანიზაციული დეტალები:
ჩვენ დაგხვდებით დილის 10:00 საათზე ჩვენს მანქანაზე.
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება
- ბილეთები
- ტრადიციული სუფრა
ფასი:
200 ევრო ორ ადამიანზე.
დამატებით 20 ევრო ყოველი დამატებითი პირისთვის.
ღირებულებაში არ შედის:
- შოპინგი
- სუვენირები