ექსკურსიები ბათუმში - მუზეუმი, დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღი
კულტურული ტური: მუზეუმები ბათუმში
ქ. ბათუმში ბევრი მუზეუმია (დაახლოებით 10). ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია: არქეოლოგიური, მხარეთმცოდნეობის, ხელოვნების მუზეუმები, ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“.
სწორედ ამ მუზეუმებს ვნახავთ ჩვენს საექსკურსიო დროს. პროფესიონალი გიდები გიამბობენ ყველაზე საინტერესო ფაქტების შესახებ, ასევე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ნებისმიერ სამუზეუმო ექსპონატზე, არ გექნებათ ენის ბარიერი.
ბათუმის დელფინარიუმი
სტუმრები, რომლებიც ჩამოვიდნენ ბავშვებთან ერთად არ მოიწყენენ, რადგან ერთად შეუძლიათ ესტუმრონ ბათუმის დელფინარიუმს.
ეს ერთერთი უსაყვარლესი ადგილია, როგორც ქალაქის სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. აივსეთ შთაბეჭდილებებით და გაატარეთ დრო მხიარულად ბავშვებთან ერთად ბათუმის დელფინარიუმში.
დელფინარიუმის გვერდით ასევე მდებარეობს ბათუმის აკვარიუმი, სადაც ამჟამად ბინადრობს 100-ზე მეტი თევზის სახეობა. მათი სამშობლოა შავი ზღვა და შორეული ეგზოტიკური ქვეყნები.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფეხით სეირნობის მოყვარულებსა და ქალაქის შემოგარენის მონახულების მსურველებს, ვურჩევთ ესტუმრონ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ის მდებარეობს მწვანე კონცხზე. ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი მცენარეები. ბაღის ტერიტორია მოიცავს 113 ჰექტარზე მეტ ფართობს, სადაც საათობით შესაძლებელია ფეხით სეირნობა და ტკბობა როგორც ბოტანიკური ბაღით, ასევე მწვანე კონცხის ულამაზესი სანაპირო ზოლით.
ბოტანიკური ბაღი
იმათ, ვინც ვერ ისვენებს ერთ ადგილზე და უნდათ ნახონ ბათუმის შემოგარენი, ვურჩევთ გაემგზავრონ ექსკურსიაზე ბოტანიკურ ბაღში. ის მდებარეობს დაბა მჭვანე კონცხზე.
ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი მცენარეები. ბაღს უჭირავს 113 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ამ ბაღში საათობით შეიძლება სეირნობა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ იქვეა მწვანე კონცხის ულამაზესი სანაპირო ზოლი.
გასეირნება ძველ ბათუმში
ბათუმი – არის ძველი ქალაქი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. ამის შეგრძნება ყველაზე კარგად შეიძლება ქალაქის ცენტრში გასეირნებისას, სადაც შენს თვალწინ ერთმანეთს ენაცვლებიან საუკუნოვანი შენობები და არქიტექტურული შედევრები.
ამ ექსკურსიის დროს ჩვენ გავისეირნებთ ბათუმის ისტორიულ ნაწილში და დავასრულებთ სვლას პიაცას მოედანზე, რომელიც განლაგებულია ძველი ბათუმის ცენტრში. აქ თქვენ ჩაიძირებით ძველი იტალიის ატმოსფეროში, სასიამოვნოდ დაღლილები შეძლებთ დაისვენოთ ირგვლივ განლაგებული მრავალრიცხოვანი კაფე-რესტრნებიდან ერთ-ერთში.
ხოლო საღამოს ამ მოედანზე თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას ცოცხალი შესრულებით. ყოველ სამ საათში საათიან გუმბათზე გამოჩნდებიან სიმპატიური თოჯინები.